Saturday, June 21, 2014

 ბიოგრაფია: კონსტანტინე გამსახურდია
კონსტანტინე გამსახურდია დაიბადა 1893 წლის 15 მაისს სოფელ ძველ აბაშაში.
მის პიროვნებად ჩამოყალიბებაზე დიდი კვალი დაუტოვებია რამდენიმე მოვლენას. ექვსი წლისას მამა უბელო ცხენზე შეაგდებდა და მათრახს გადაუჭერდა ხოლმე, ვაჟკაცობას აჩვევდა. პატარობისას ფეხშიშველმა დედამ გელათში წაიყვანა. გაოცებული შეჰყურებდა ბავშვი ტაძარს, დავითის ფრესკას. ასე გაიცნო თავისი ეპოპეისდავით აღმაშენებლისმთავარი გმირი. ასევე პორტრეტიდან გაიცნო ილია ჭავჭავაძე. თუმცა ბევრს ეცადა, ცოცხალი ვერ ნახა. მისი მკვლელეობა რომ შეიტყო, ფიცი დადო, მთელი სიცოცხლე ებრძოლა ილიას მკვლელების წინააღმდეგ.
კონსტანტინე გამსახურდიამ ჯერ კიდევ გიმნაზიელობისას ჩამოაყალიბა პატრიოტული ორგანიზაციაცხრა მუხა”, რის გამოც მალევე დააპატიმრეს ჟანდარმებმა. “ჩემთვის ეს პირველი პატიმრობა იყო, უბედნიერესი მომენტი ჩემი ცხოვრებისა. ბედნიერი გრძნობისაგან შეპყრობილი ვიმეორებდი ამ ბრწყინვალე სიტყვებს: “ნეტარ იყვნეთ თქვენ, რამეთუ გდევნონ ჩემი სახელით” (ავტობიოგრაფიული მოთხრობალანდებთან ლაციცი”).
კონსტანტინე გამსახურდიამ 1911 წელს დაამთავრა ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზია. სწავლობდა პეტერბურგის, კენიგსბერგის, ლაიფციგის, მიუნხენის, ბერლინის უნივერსიტეტებში. 1919 წელს დაამთავრა ბერლინის უნივერსიტეტი. მოიპოვა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი.
მე დავიბადე მსოფლიოს უმცირეს და უმოკლეს მდინარის პირას. მას ჰქვია სახელად ზანა. მე მომიხდა რამდენიმე უნივერსიტეტში სწავლა ლენინგრადში, კენიგსბერგში, ლაიპციგში, მიუნხენში, პარიზში, ბოლოს ბერლინში. ყველგან და ყოველთვის მე მიხდებოდა გაჯიბრება გერმანელებთან, ებრაელებთან, პოლონელებთან, ამერიკელებთან და ფრანგებთან. არავის ვუმხელდი, მაგრამ ჩემს თავს ვეუბნებოდი: “შენ ჰეი, მსოფლიოს უმცირეს მდინარის პირად შობილო ბიჭო, არ გაჯობონ დიდი მდინარეების პირად დაბადებულთა”, – ასე განაცხადა მწერალმა 70 წლის იუბილეზე.
აქტიურად მონაწილეობდა ევროპაში ჩამოყალიბებულისაქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტისმუშაობაში. 1918 წლიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ბერლინის საელჩოს ატაშეა. ჰამბურგში 3000-მდე ტყვედყოფილი ქართველი შეკრიბა და სამშობლოში წამოიყვანა მის მიერვე დაქირავებულ ხომალდქრისტიანიათი“, თან ჩამოიტანა მედიკამენტები, პირველი რადიოდანადგარი.
1921 წელს, წითელი არმიის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ, კონსტანტინემ ლენინს მისწერა პროტესტის წერილიღია წერილი ულიანოვ-ლენინისადმი”. ამავე წელს გამოქვეყნდა მისისიტყვები ქართველი ერისადმი 26 მაისს”. ეს ორი დოკუმენტი დარჩება ქართული მწელობის ისტორიაში პრინციპულობისა და თავგანწირული გმირობის მაგალითად.
1923 წელს კონსტანტინე გამსახურდია ევროპიდან საქართველოში დაბრუნდა. მან კარგად იცოდა, რაც მოელოდა, (გამომგზავრების წინ უთხრეს კიდევაცჩასვლისთანავე დაგაპატიმრებენ და დაგხვრეტენო”) მაგრამ ემიგრანტობა მაინც არ ისურვა და საქართველოში დაბრუნდა. მისი ეს ნაბიჯი მართლაც აბობოქრებულ მორევში გადაშვებას ჰგავდა, მაგრამ კონსტანტინეიმ გვარისა იყო, ვისაც უკან დახევა არა სჩვევია!”
შედეგიც მალე დადგა; 1924 წლის აჯანყებაში მონაწილეობის გამოჩეკამდააპატიმრა. დაჭერის წინ . ორჯონიკიძეს ასეთი რამ უთხრა: “სერგო, მეშინია ჩემი ხალხის მოსპობისა, თორემ შენ და შენს რუს წითელარმიელებს როსტოვს იქით გაგყრიდით”.
1926 წელს, ქართველი მწერლების პირველ ყრილობაზე, კონსტანტინე გამსახურდიამ გაილაშქრა რუსიფიკაციისა და ეროვნული სულის ჩაკვლის წინააღმდეგ: “რაკი გულწრფელად გნებავთ ჩვენი გულისტკივილის გაგება, უნდა მოგახსენოთ, რომ მე მაინცდამაინც დიდ პატივს არ ვცემ იმ მთავრობას, რომელმაც ოსების ავტონომიური რესპუბლიკის ფარგლები თითქმის მცხეთის სანახებამდის ჩამოიტანა. მთლიანად ქართული რაიონი გალისა და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას გადაულოცა და მეგრელ ბავშვებს მარტოოდენ აფხაზურსა და რუსულს ასწავლიან” (ლიტერატურული საქართველო, 1991, 26, VII).
ამის გამო, მამია ორახელაშვილის და ლევან ღოღობერიძის მითითებით, მწერალი დააპატიმრესშპიონის”, “მოღალატისბრალდებით და მოსკოვში გადააგზავნეს (მწერლის პირადი საქმე საქართველოს მწერალთა კავშირის არქივში).
ლუბიანკაზე საოცარი ამბავი მოხდა; დაკითხვის დროს გინებისთვის კონსტანტინემ ხელი გაარტყა ფელიქს ძერჟინსკის მოადგილეს. ეს მაშინ წარმოუდგენელი იყო. ამის გამო კონსტანტინეს ნამდვილი ჯოჯოხეთი დაატეხეს თავს. იგი 6 თვე იჯდაბუტირსკისციხის სიკვდილმისჯილთა საკანში, შიმშილობდა 14 დღე. შემდეგ გადაასახლეს სოლოვკის კუნძულებზე, სადაც 3 წელი დაჰყო და ყოველდღე სიკვდილს ელოდა, მაგრამ მაინც არ გატყდა. (იხ. სოლოვკური მოგონებამტრების მეგობრობა”).
კინორეჟისორ გუგული მგელაძის (პავლე ინგოროყვას სიძე) მოგონების მიხედვით, კონსტანტინე გამსახურდიას გათავისუფლების თაობაზე პავლე ინგოროყვა მოსკოვში რამოდენიმეჯერ ჩასულა. “პავლეს მოუხერხებია და პატარა ბარათი შეუგზავნია ტუსაღისათვის: ამა და ამ დროს შავი ჩოხით ჩავივლი ისე, რომ შენი საკნის ფანრიდან ვჩანდეო! ზუსტად ბარათში ნახსენებ დროს ჩაუვლია ციხის წინ შავ ჩოხაში გამოწყობილ პავლე ინგოროყვას…” პავლემ თურმე ისე მოაბეზრა თავი მაშინდელ ჩეკას უფროსს, რომ ამ უკანასკნელს, მოთმინებიდან გამოსულს უყვირია: “ან დაიჭირეთ ეს ინგოროყვა, ან გამსახურდია გაათავისუფლეთო” (“მე ვარ არისკაცი ჩემი ერისა”, “ქართული მწერლობა”, 1990, #1, გვ. 115).
კონსტანტინე გამსახურდია 1927 წელს საქართველოს ცაკ-ის შუამდგომლობით გაათავისუფლესჯაშუშობის დამადასტურებელი მასალა არ არისო.
ლიტერატურაში გაჩაღებული იყო ბრძოლა პროლეტარულ მწერლებსა და სხვადასხვა სამწერლო ჯგუფების ეროვნულად განწყობილ მწერლებს შორის. მწერალილანდებთან ლაციცშიიგონებს: “რექტორმა ივანე ჯავახიშვილმა მე გადმომცა მწერალთა კავშირისათვის: ილიას, აკაკის, გრიგოლ ორბელიანისა და ვაჟას დიდი სურათები, მოოქროვილ ჩარჩოებში ჩასმულნი. ესენი დავაკიდინე სალექციო დარბაზში. ბენიტო ბუაჩიძემ და . ქიქოძემ უბრძანეს სასახლის კომენდანტს: ეს სურათები გარეთ გაეტანათ, ხოლო მათ ნაცვლად დოსტოევსკისა და გორკის პორტრეტები გამოეფინათ. მე საჯაროდ განვაცხადე: ვინც გაბედავს ჩვენი კლასიკოსების სურათების ჩამოხსნას, ჩემს სვანურ სატევართან ექნება-მეთქი საქმე. მლიქვნელები შეკრთნენ და ის პორტრეტები დღესაც ამშვენებს ჩვენს ლექტორიუმს”.
20-იანი წლების თბილისის ქუჩებში კონსტანტინე და მისი მეგობრები შავი ჩოხით დადიოდნენ ეროვნული გლოვისა და პროტესტის ნიშნად. ორჯონიკიძეს კონსტანტინესთვის მუქარით შემოუთვლიაშავი ჩოხით სიარულს თავი დაანებეოკონსტანტინეს კი უპასუხია: “ჩემს ჩოხასთან შენ რა გესაქმება, ჩემი ქამარი შენ ხომ არ გიჭერსო წელზე” (იხ. მერაბ კოსტავა, “გამოსათხოვარი” 1977.) ამის შემდეგ ცხენზე ამხედრებული, შავჩოხიანი კონსტანტინე ხშირად დემონსტრატიულად ჩაუქროლებდა ხოლმე ცეკას შენობას. სხვათა შორის, სხვები აიძულეს, რომ შავი ჩოხით აღარ ევლოთ, კონსტანტინე გამსახურდია კი სიცოცხლის ბოლომდე საქართველოს შავჩოხიან ჭირისუფლად და რაინდად დარჩა
1931 წელს მწერალთა ფედერაციამ კონსტანტინე გამსახურდია თავისი ორგანიზაციის რიგებიდან ერთხმად გარიცხა. მწერალთა ფედერაციის 1931 წლის 17 მაისის ოქმიდან ვკითხულობთ: “კონსტანტინე გამსახურდია ცნობილია, როგორც რეაქციონერი და ანტისაბჭოთა მწერალი, რომელიც ამ ათი წლის განმავლობაში განუწყვეტლივ იბრძვის მხატვრული პროდუქციით და ზეპირი გამოსვლებით ფეოდალიზმის თავადაზნაურული იდეოლოგიის შოვინიზმის დაშავი ჩოხისტრადიციის დასაცავად, თავისი გამოსვლებით მან არაერთხელ საბჭოთა საზოგადოებრიობის ზიზღი და სიძულვილი დაიმსახურა. ხსენებული რეაქციონერი მწერალი თანადროულობისათვის პოლიტიკურად მავნე მხატვრულ ნაშრომებს აქვეყნებს და თავის პოლიტიკური მავნებლობით ამაყობს მწერლობაში და საბჭოთა საზოგადოების წინაშე”.
კონსტანტინე გამსახურდია ხმას იმაღლებდა ქართველი ერის დაქუცმაცების, სეპარატიზმის წინააღმდეგ. 1932 წელს საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირის გამგეობის პლენუმზე მწერალმა განაცხადა: “აქ გამობრძანდნენ ჩვენი აფხაზი ამხანაგები. უნდა მოგახსენოთ, რომ დიდედიდან აფხაზის სისხლი მაქვს. მიყვარს აფხაზები და გმირებიც მყავდა ისინი, მაგრამ აქ გამოვიდა ორი ახალგაზრდა კაცი, პირველი გრიგოლია, ჩემი მეზობელი, მეორეჭკადუა, ესეც მეგრელი და რუსულად გველაპარაკა აფხაზეთის სახელით. რაშია საქმე, აფხაზები არიან მაგენი, თუ ვინ არიან?”. საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის კულტურისა და პროპაგანდის გამგემ კარლო ორაგველიძემ უყურადღებოდ არ დატოვა მწერლის გამოსვლა: ნაციონალისტობაა, როცა . გამსახურდიამ პლენუმზე თქვა: აფხაზეთის მეგრელმა რუსულად რატომ უნდა ილაპარაკოსო. ასევე ნაციონალისტობაა, როცა ამბობსბაღდათს მაიაკოვსკი რატომ უნდა ერქვას, როდესაც ქართველი მწერლის სახელი არც ერთ ქალაქს არ ჰქვიაო (ლიტერატურისა და ხელოვნების ცენტრალური სახელმწიფო არქივი, 8-1-273-46).
შემოქმედება
პირველი ლექსი 1909 წელს გამოაქვეყნა, . აბაშისპირელის ფსევდონიმით. ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიის კურსდამთავრებული, 1911-ში ევროპაში გაემგზავრა, იქ გაეცნო მოდერნისტული სკოლების ნაირსახეობას და მათი შემოქმედებითი პრინციპები გაიზიარა. გერმანიაში მყოფმა ორი ნოველა გამოაქვეყნა: “ფოტოგრაფიდანაპოლეონი”. შემდეგ დედის გარდაცვალებამდამსხვერული ჩონგურიდააწერინა. საავადმყოფოში მომაკვდავ ძმას ედგა თავზე და იმ საშინელ ღამეს დაწერაზარები გრიგალში”.
ვწუხვარ, მწერლობა პროფესიად რომ გადამექცა. ერთადერთ კარიერაზე ვოცნებობდი მთელი სიჭაბუკე, ეს იყო სამხედრო. 1918-19 წლებში უნივერსიტეტი მინდოდა დამეგდო და პრუსიის გენშტაბის აკადემია დამესრულებინა”, – აღიარებს 1933 წელს დაწერილ ესეში.
1919 წელს ბერლინის უნივერსიტეტიდან ფილოსოფიის დოქტორის ხარისხით დაბრუნდა და აქტიურად ჩაება ლიტერატურულ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. დააარსა ჟურნალიპრომეთე”, გაზეთისაქართველოს სამრეკლო”, ჟურნალიილიონი”, ხელმძღვანელობდა მწერალთა აკადემიურ კავშირს. “რაც 16 წლის გავხდი, სულ სტამბებში დავდივარ. მე შემოვიღე პირველად 1917 წელს ჟურნალპრომეთეშისტამბის მუშების სახელისა და გვარის გარეკანზე მოხსენიება. წიგნს რომ დავბეჭდავ, უთუოდ პური უნდა ვჭამო მათთან”, – წერდა გამსახურდია.
კონსტანტინე გამსახურდიამ ახალგაზრდობიდანვე მიიპყრო ყურადღება როგორც თავისებურმა, მოუსვენარი ხასიათის ადამიანმა. მისი საზოგადოებრივი აქტივობა გულგრილს არავის ტოვებდა, იცვამდა ჩოხას და ამკვიდრებდა ევროპულ ესთეტიკას, გერმანელ ფილოსოფოსებს ჩაჰკირკიტებდა და ხევსურეთში შემორჩენილ სიტყვებს აგროვებდა.
34 წლისამ დაწერადიონისოს ღიმილი”, ეს იყო რეალიზმისა და მოდერნიზმის გზაჯვარედინზე მდგარი მწერლის პირველი რომანი. მეორე რომანი, ტრილოგიამთვარის მოტაცება” 10-11 წლის შემდეგ გამოაქვეყნა. თემა თანამედროვე იყო, პრობლემატიკა ნაცნობი, მაგრამ თარაშ ემხვარი თუ არზაყან ზვამბაია, წითელი კომკავშირი თუ თამარ მეფე, კოლექტივიზაცია თუ ისტორიული საქართველოამ კითხვებზე მარტივი პასუხი არ გაუცია. როგორც საბჭოთა ეპოქის ბევრი მწერალი, გამსახურდიაც ცდილობდა კეისრისათვის კეისრისა მიეცა და ღმერთისთვის ღმრთისა გადაეხადა. 1937 წელს ჟურნალმნათობშიდაიბეჭდა რომანბელადისპირველი ნაწილი. შემდეგ ეს ნაწარმოები აღარ გაუგრძელებია.
სამწერლო დიდება და სახალხო აღიარება ისტორიულმა რომანებმა მოუტანა. მწერლის ნიჭი და ფანტაზია განსაკუთრებული სილაღით 1939 წელს დაწერილდიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენშიგამოვლინდა. მწირი ისტორიული ცნობების მიუხედავად გამსახურდიამ სისხლსავსე პერსონაჟები შექმნა და ერთიანი საქართველოსთვის ბრძოლის იდეა გააცოცხლა. მკითხველმა ადვილად აუღო ალღო მწერლის ენასა და ქარაგმულ სტილს. დიდ იმპერიასთან შეჭიდებულ პატარა საქართველოში თანამედროვეობა ილანდებოდა.
ასე მიაჩნდა: “პოეტური შედევრების ფრაგმენტების თარგმნა დიაღაც სასარგებლოა, მაგრამ დიდი ქმნილების მთლიანად თარგმნა ერთგვარი თვითმკვლელობაა მწერლისათვის”. თარგმნასაც მოჰკიდა ხელიგოეთესახალგაზრდა ვერთერის ვნებანი”, დანტესღვთაებრივი კომედია” (I ნაწილი – “ჯოჯოხეთი. ჭიჭინაძესთან ერთად), რემარკისდასავლეთის ფრონტი უცვლელიადა სხვა.
კამეჩის ენერგია სჭირდება მწერალს. ამ სათუთი კალმიდან ქაღალდზე გადატანილი წნევის გაზომვა რომ მოხერხდეს, ალბათ რამდენიმე ათასი ცხენის ძალა გამოვა”. მართლაც, 20 წელი მოანდომა და 1962 წელს დაამთავრა ისტორიული რომანიდავით აღმაშენებელი”, რომელიც ოთხ წიგნს მოიცავს. ამ რომანისათვის 1965 წელს ერთ-ერთ პირველს მიენიჭა რუსთაველის პრემია. ის თამაშითა და ბრძოლით წერდა თავისი გმირების თამაშისა და ბრძოლის ამბავს. ბრძოლა და თამაში ცხოვრებაშიც არ დაჰკლებია.
XX საუკუნის საბჭოეთის ყველაზე მძიმე პერიოდში მოუწია მოღვაწეობა. ერთხელ დააპატიმრეს კიდეც, 1931 წელს მწერალთა ფედერაციიდან გამორიცხეს როგორც რეაქციონერი, შოვინისტი და ანტისაბჭოთა მწერალი. ისიც ხომ ნიჭია, ცოცხალი გადარჩე, როდესაც რაღაც გაქვს სათქმელი, მოვალეობა გაკისრია. აკაკი ბაქრაძე გამსახურდიას ამსგავსებს იმ ადამიანს, რომელსაც შინ პური მიაქვს და უკან ქოფაკი მისდევს, ამიტომ იძულებულია, დროდადრო ნაგაზს პურის ნატეხი გადაუგდოს. ასე უყრიდა საბჭოთა ხელისუფლებასბელადს”, “ვაზის ყვავილობას”, ნარკვევებს, რომ დაწერილიყოდიონისოს ღიმილი”, “მთვარის მოტაცება”, “დიდოსტატის მარჯვენა”, “დავით აღმაშენებელი”.
როგორც ყველა დიდ შემოქმედს, გამსახურდიასაც საკუთარი სამწერლო ენა და სტილი აქვს. ამაღლებული, ოდნავ არქაული, ლექსივით მწყობრი. თუ პროზის ზეპირად სწავლა შეიძლება, ერთ-ერთი ასეთი ნაწარმოები ალბათდიდოსტატის მარჯვენაა”. მართლაც, ზეპირად სწავლობდნენ, ლექსივით კითხულობდნენ. თანდათნ მკითხველთან ერთად ხელისუფლებამაც აღიარა ცოცხალ კლასიკოსად. 1944 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრად აირჩიეს.
ჩოხაში გამოწყობილი, მუდამ წელგამართული, ამაყი მზერითა და ღირსებით სავსე დააბიჯებდა ყოფილ გოლოვინის ქუჩაზე, რომელსაც რუსთაველის სახელი მისი ინიციატივით დაარქვეს.
კონსტანტინე გამსახურიას თავისი დაბადების 80 წლისთავზე უთქვამს: არც დიდხანს სიცოცხლე ვარგებულაო. უკანასკნელ განსასვენებელადაც გამორჩეული ადგილი მონახა: საკუთარი სახლის, კოლხური კოშკის ეზოში დაკრძალეს.

No comments:

Post a Comment